Monday, November 25, 2013

მეოთხე დღე

  დღევანდელი  დღე  იყო  ძალიან  საინტერესო,  ვისწავლე  ის  რაც  აქამდე  არ  ვიცოდი.  შეფასება  ჩემთვის  როგორც  პედაგოგისთვის  იყო  ყოველთვის  საინტერესო  და  აქტუალური  თემა,  მინდა  ავღნიშნო,  რომ    აქამდე  ნანახი  და  გამოყენებული  მქონდა  უამრავი  შეფასების  რუბრიკა  მაგრამ  როგორც  ესეთი   დასრულებული  სახით  არც  ერთი  არ  იყო,  დღევანდელი შეფასების  რუბრიკა  იყო  ძალიან ,  კონკრეტული  და  მოქნილი,   ნათელი  და  თვალსაჩინო  ფორმებით,  თუ  როგორ  უნდა  შეაფასო  მოსწავლე  და  საკუთარი  თავი.
  აგრეთვე  ვისწავლეთ  ჩვენი  სასწავლო  მიზნების  სწორად  ჩამოყალიბება,  და  ამ  ყველაფრის  შეჯამება  და  POWER  POINT  ის  გამოყენება  პროექტის  განსახორციებლად.

დიდი  მადლობა  ჩვენს  თრენერს-  ქ-ნ. ხათუნას  თავისი  პროფესიონალიზმისთვის.